Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ახმეტელის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლებს ითამაშებს

26 ივნისი, 2015

axmetelisaxalilogo89სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლებს ითამაშებს.

თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მსახიობები მაყურებელს ორ სპექტაკლს შესთავაზებენ. ორივე სპექტაკლის რეჟისორი ირაკლი გოგიაა. უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტაზე” და რეზო კლდიაშვილის “იმერულ რეკვიემზე” ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში.

27 ივნისს ახმეტელის თეატრში 34-ე თეატრალური სეზონი დაიხურება.