19 ივნისი, 2015

რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლი მოხალისეებისთვის

1zvaviaმსახიობისა და რეჟისორის რუსუდან ბოლქვაძის მიერ კინომსახიობთა თეატრში დადგმული სპექტაკლი “ზვავი” 19 ივნისს მოხალისეებისთვის გათამაშდება.

როგორც რეჟისორი ამბობს, მას და შემოქმედებით გუნდს სურს ასეთი სახით გადაუხადოს მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ უძიმეს დღეებში თანამემამულეების გვერდით დადგა და ქალაქის აღდგენით სამუშაეობში მიიღო მონაწილეობა:

– გვინდა ჩვენი დიდი პატივისცემა დავუდასტუროთ ახალგაზრდებს, ვინც თავდაუზოგავად, დიდი სიყვარულით შრომობს ეს დღეები ქალაქში. 19 ივნისს ვეპატიჟებით მათ თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლზე “ზვავი” – სპექტაკლი შიშზე და სიყვარულით მის დაძლევაზე. თქვენთვის უფასოდ, ძვირფასებო!