13 ივნისი, 2015

,,თეატრში ათონელზე’’ პრემიერაა

1aatt13 ივნისს “თეატრში ათონელზე” პრემიერაა. “ძველებური ვოდევილი” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც ვასილ ნიკოლაძის პიესის „როცა იხსნება თეატრის ფარდა“ მიხედვით დაიდგა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილია, მხატვარი გელა ნაკაშიძე. საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობენ ბექა სონღულაშვილი, თამარ მაღრაძე, ნანა ზურგაშვილი, გოგიტა წყლისაშვილი, მარინე კუსიანი, გიორგი მაისურაძე, დავით თოლორაია და დავით კუპატაძე.

პიესაში მოქმედება XIX საუკუნის ბოლოს თბილისში ვითარდება მდიდარი ადამიანის გრიგოლ გრიგოლაშვილის ოჯახში, რომელიც შვილისთვის ეძებს საქმროს, მისთვის სასურველი სახელის და გვარის ინიციალებით. ამ ძებნაში, მრავალი საინტერესო და სასაცილო თავგადასავალი გადახდება. მოქმედების ჟანრი ვოდევილია და ის საოცარი მოვლენა, რომელიც სცენაზე განვითარდება, გულგრილს არავის დატოვებს.