29 ივნისი, 2015

ზურა ბალანჩივაძეს გამოფენა ჩაუშალეს

1zura“ნიჭიერის” ფინალისტს ზურა ბალანჩივაძეს დაგეგმილი გამოფენა ჩაუშალეს. ექსპოზიცია, რომელიც 5 ივლისს “მერანი მოლში” უნდა გამართულიყო, აღარ გაიმართება.

“მერანი მოლში” ზურიუსის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და მუსიკალური საღამო უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება აერთიანებდა ხელოვნების ორ არასტანდარტულ ჟანრს – Newspaper Art-სა და მხატვრულ სტვენას.

– გამოფენაზე ნახავთ გაზეთის ფაქტურაზე შესრულებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს და მოისმენთ სტვენით შესრულებულ სხვადასხვა მუსკალურ ნაწარმოებებს. გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება, – წერდა ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.

თუმცა დღეს ზურიუსმა სოციალურ ქსელში სულ სხვა ინფორმაცია გაავრცელა. მისი საღამო ჩაშლილია:

– კარგი ადგილი რომელი იცით საგამოფენოდ? არ მინდა გალერეები და არც ისეთი ადგილები, ერთი საუკუნე რომ მოგიწევს ჩალიჩი უფროსის დათანხმებაზე. აბა, ავმოძრავდით.

პ.ს. “მერანი მოლმა” დღეს უარი მითხრა გამოფენის მოწყობაზე და, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ფეხი იქ აღარ იქნება.