Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვისი მოახლეა ბაია დვალიშვილი?

1baiabaiaმარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი მონაწილე ბაია დვალიშვილი მოახლე გახდა. მსახიობმა ეს გადაწყვეტილება მძაფრი გრძნობების, სიყვარულის და ღალატის გავლენით მიიღო.

ბაია დვალიშვილთან ერთად მოახლეები გახდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობი ნინო კასრაძე და მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნატა მურვანიძე.

“მოახლეები” – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომლის პრემიერაც 7, 8, 9 და 10 მაისს სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. პირველად ქართულ თეატრში საკულტო ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს ლეგენდარული დრამა “მოახლეები” გათამაშდება. სპექტაკლის რეჟისორი ნიკა თავაძეა, მხატვარი ქეთი ნადიბაიძე, კომპოზიტორი ნიკა ფასური, ფოტო ბობო მხიტარი, ვიზაჟი ანუკა მურვანიძე, თარგმანი ფრანგულიდან კი ირმა ტაველიძეს ეკუთვნის.

ქართული თეატრისა და კინოს თანავარსკვლავედი ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბაია დვალიშვილი მძაფრი გრძნობებით, სიყვარულითა და ღალატით სავსე სასტიკ ისტორიას გაითამაშებენ, სადაღ აღწერილია როგორ უყვართ და სძულთ მოახლე დებს თავიანთი ქალბატონი და ერთმანეთი, რა ვნება აიძულებთ, სასტიკი დანაშაულის გზას დაადგნენ.