Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თითების თეატრიდან მსახიობი წავიდა

1jigaroრეჟისორ ბესო კუპრეიშვილის მიერ დაარსებული თითების თეატრიდან მსახიობი წავიდა.

თეატრის რეპერტუარში არსებული სპექტაკლი “კედელი” მაყურებლისთვის აღარ გათამაშდება. წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის “სხვენში” რეჟისორმა ბესო კუპრეიშვილმა დადგა და ის პინქ ფლოიდის მიხედვით არის განხორციელებული.

ინფორმაცია თითების თეატრიდან მსახიობის წასვლის შესახებ თეატრმა თავად გაავრცელა:

“ჩვენი მსახიობი გიორგი მებაღიშვილი (ჯიგარო) საზღვარგარეთ მიემგზავრება! ამასთან დაკავშირებით, სპექტაკლი “კედელი” 21 მაისს ამ სეზონზე ბოლოჯერ ინიშნება. ვინც იცნობთ, თუ არ იცნობთ ჯიგაროს, ყველას გეპატიჟებით მის გამოსათხოვარ სპექტაკლზე.”