Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თეკლა ასლანიკაშვილმა ესპანეთში გაიმარჯვა

1tt“ნიჭიერის” ერთ-ერთი ბოლო სეზონის მონაწილემ, პატარა თეკლა ასლანიკაშვილმა, რომელსაც ჟიურის წევრებმა “საპნის ბუშტების ფერია” შეარქვეს, ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.

თეკლა ბასტი ბუბუს წევრია. ის ფესტივალში თავის მეგობარ ბასტი ბუბუელებთან ერთად მონაწილეობდა. ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, მონაწილეთა შორის საუკეთესოები სწორედ ქართველი პატარა მომღერლები გახდნენ და მათ პირველი ადგილი მიენიჭათ. ბასტი ბუბუს მომღერალ გოგონებს დიპლომები და ფესტივალის გამარჯვებულისთვის დაწესებული ჯილდო გადაეცათ.

ინფორმაცია პატარა ქართველი მომღერლების გამარჯვების შესახებ სტუდია “ბასტი ბუბუს” ერთ-ერთმა დამაარსებელმა თამრიკო სხვიტარიძემ გაავრცელა:

“აი, ასე! პირველი ადგილიც ჩვენია!”

Basti-Bubu First prize winner on Sea Sun Festival, SpainBasti-BubuFirst prize winner on Sea Sun Festival, Spain

Posted by Tekla Aslanikashvili on Saturday, May 9, 2015