12 მაისი, 2015

„The Manhattan Transfer“ თბილისშია

1The-Manhattan-Transferმრავალი GRAMY-ის მფლობელი, ლეგენდარული, ამერიკული ვოკალური კვარტეტი „The Manhattan Transfer“ თბილისშია. ჯგუფი მონაწილეობას იღებს ჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ფესტივალში.

საიუბილეო ღონისძიებები მათი კონცერტით გაიხსნება და მსმენელს საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალის იდეა ეფუძნება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას, ის გათვლილია ყველა ასაკისა და კულტურული ინტერესის მქონე მსმენელზე.

ლეგენდარული ვოკალური კვარტეტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორ ვახტანგ კახიძესთან ერთად სპეციალურ პროგრამას წარადგენს.

16 მაისს ფესტივალზე შესრულდება კარლ ორფის “Carmina Burana” თბილისის სიმფონიური ორკესტრის, საქართველოს სახელმწიფო კაპელის და ახალგაზრდა საოპერო მომღერლების შესრულებით.

22-24 მაისს აჟღერდება ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისთვის, ასევე მისი სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძე და ცნობილი ქართველი პოპ შემსრულებლები.

ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო ფესტივალს 30 მაისს დახურავს მრავალი GRAMY-ის მფლობელი ვოკალური კვარტეტი “New York Voices” და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით.