20 მაისი, 2015

თაკო გაჩეჩილაძემ ,,ერთი ერთში” მოიგო

1takoმუსიკალური შოუს “ერთი ერთში” მესამე საკონკურსო ტურის გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძე გახდა. მის მიერ განსახიერებული უიტნი ჰიუსტონისა და მერაია ქერის დუეტი ჟიურის ფავორიტი აღმოჩნდა. 58 ქულით თაკომ შოუს მოგება შეძლო.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ოთხკაციანმა ჟიურიმ ცვლილება განიცადა. სისი სამი ისევ რუსა მორჩილაძემ შეცვალა, მეოთხე მიწვეული სტუმარი კი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო.

ხმების გადანაწილების შემდეგ, შოუს წამყვანებმა კონკურსანტები ლოტოტრონთან მიიწვიეს, სადაც მათ ის ვარსკვლავები გადაინაწილეს, რომელთა განსახიერებაც მომავალ სამშაბათს მოუწევთ.

მარიტა როხვაძე გლორია გეინორი იქნება, ივანა მელაი კრისტინა აგილერა, სოფო ბედია ემი უაინჰაუსი, ოთო ნემსაძე თემურ წიკლაური, ზურა მანჯავიძე ბუბა კიკაბიძე, გიორგი მახარაშვილი ელტონ ჯონი, ლევან ჩიჩუა ჯორჯ მაიკლი, თაკო გაჩეჩილაძე კი ნინი ბადურაშვილი.