Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება

1galaktion30 მაისს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში ფესტივალი „გალაკტიონობა 2015“ მეშვიდედ გაიმართება.

ღონისძიებას კონკურსის სახე აქვს და მასში ჩართულია საქართველოს ყველა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კონკურსი სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართება გალაკტიონის ლექსის მხატვრულ კითხვაში, გალაკტიონის პოეზიით შთაგონებული ნახატის შექმნაში, გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულებაში, გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლექსის შექმნაში, გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტერატურული ჩანახატის შექმნაში. 30 წლამდე ახალგაზრდებს შორის კონკურსს დაემატება გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების საუკეთესო მცოდნეთა გამოვლენა და პოეზიის მეფის პოეზიის საუკეთესო მცოდნეთა გამოვლენა.

გამარჯვებულები გალაკტიონის 25 ტომეულებით, ფესტივალის დიპლომებით და სხვადასხვა სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან.

გალაკტიონობაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი მხატვრებიც, რომლებიც ნამუშევრებს გალაკტიონის პოეზიის თემაზე შექმნიან.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დოღი, ცხენბურთი, ისინდი, მარულა. ფესტივალს კონცერტით დახურავს გიო ძამუკაშვილის ბენდი და „ნიკოლშოუ“.