25 მაისი, 2015

„სუხიშვილები“ ეგვიპტეში იცეკვებენ

1suxishvilebi26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “სუხიშვილები” კონცერტს არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, ეგვიპტეში გამართავენ.

ქართველი მოცეკვავეები შარმ ელ შეიხში უკვე ჩაფრინდნენ. მათთან ერთად არიან ანსამბლის ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილები. აეროპორტში ქართველ მოცეკვავეებს შარმ ელ შეიხის მერი მაჰმუდ სოლია და საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი დახვდნენ.

„სუხიშვილებმა“ აეროპორტში ცეკვა „ჯუთა“ შეკრებილი მაყურებლისთვის შეასრულეს.

ქართული ნაციონალური ბალეტი კონცერტს 26 მაისს ეგვიპტის პირამიდებთან საუნდ ენდ ლაითის თეატრში ღია ცის ქვეშ გამართავს. საღამოზე სპეციალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი.