სოფო ტოროშელიძე დედა გახდა

1ssooppooმომღერალი და ჯგუფის “ელდრაინი” სოლისტი სოფო ტოროშელიძე დედა გახდა. მას და მის მეუღლეს დიმიტრი კვინტრაძეს პირველი შვილი შეეძინათ. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ.

“რუსთავი 2”-ის მუსიკალური ხელმძღვანელი მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს მთელი დღის განმავლობაში იღებს.

სოფო ტოროშელიძე და დიმიტრი კვინტრაძე 4 წელია ცოლ-ქმარი არიან. მომღერლის თქმით, აქამდე წყვილს შვილის ყოლა არ სურდა, რადგან ასეთი დიდი პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყვნენ.

ამჯერად სოფო და დიმიტრი თავისი პირველი ვაჟკაცით ტკბებიან, რომელიც ამქვეყანას 28 მაისს მოევლინა.