9 მაისი, 2015

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყაზახეთში გალაკონცერტით აღინიშნება

1gastroli29 მაისს ყაზახეთში ასტანას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური პროფესიული თეატრის სოლისტები: სოპრანო მაყვალა ასპანიძე, მეცოსოპრანო თეა დემურიშვილი, ტუნორი თეიმურაზ გუგუშვილი, ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა, ბანი ლეგი იმედაშვილი. ასევე ასტანის ოპერის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები სოპრანო ჟანატ ბაკტაი და ბანი ბოლატ ესიმხანოვი.

პირველ განყოფილებაში შესრულდება არიები ქართველი, რუსი და დასავლეთ-ევროპელი კომპოზიტორების ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, მუსორგსკის, პუჩინის, ბიზეს, ვერდის ოპერებიდან.

ყაზახეთის დედაქალაქში მიემგზავრება თბილისის საოპერო თეატრის გუნდი და საბალეტო დასი.

გალაკონცერტის მეორე განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ერთაქტიანი ბალეტი ,,საგალობელი.”

გალა-კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური პროფესიული თეატრის საპატიო დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.