Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

როგორი იქნება ,,სიყვარული აქცენტით 2’’?

1ufliscixeრეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა უფლისციხის ხედები, შიდა ქართლის თვალწარმტაცი ჰორიზონტი და ქვაში ნაკვეთი ანტიკური ქალაქის უბნები ორი დღის განმავლობაში კინოშემოქმედებითი გუნდის ობიექტად აქცია.

ქართველმა რეჟისორმა უკრაინელი მომღერის იოლკას საუნდრეკის ვიდეო რგოლის გადაღება, მორიგი ფილმისთვის „სიყვარული აქცენტით 2″, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს – უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში განახორციელა.

საუნდრეკის გადაღება უფლისციხეში სტუდია “ვინეარდფილმზის” ორგანიზებით მიმდინარეობდა.

„სიყვარული აქცენტით 2“, რომლის მორიგი სერია საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით იქმნება, მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ქვეყნის კულტურული ლანდშაფტები და არქიტექტურული ძეგლები, როგორც ქვეყნის მთავარი ღირებულება.

როგორც ფილმის რეჟისორი აცხადებს, ყურადღება ასევე უძველეს კედლის მხატვრობას – ფრესკებს დაეთმობა, რომლიც თანამედროვე კინემატოგრაფში თითქმის არსად არ არის წარმოჩენილი და მის ახალ ფილმში ქვეყნის საგანძურის, ამ ნაწილს საკუთარი ადგილი ექნება.