11 მაისი, 2015

რას ითხოვს სოფო ტოროშელიძე?

1sopoმომღერალი სოფო ტოროშელიძე, რომელიც ”რუსთავი 2”-ის მუსიკალური ხელმძღვანელია და მალე დედაც გახდება, ქართულ საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართავს:

“აღარ მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც შვილები ვალდებულებს ხდიან მშობლებს არჩინონ უსასრულოდ!

აღარ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც გოგოები დედიკოების გარეშე ვერ ზრდიან შვილებს და ბავშვები ბებიას და დედას ვერ არჩევენ!

აღარ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ნათესავები ერთმანეთის ცხოვრებაში ერევიან, წყვეტენ ერთმანეთის ბედს და და რაც მთავარია ეს მიაჩნიათ ქართველობად!

ყველამ მიხედოს რა თავის ცხოვრებას და დამოუკიდებლად ვიცხოვროთ! გავანძრიოთ ხელ-ფეხი!!!!

სახლში წამოგორებულო ბიჭებო ის უფრო “ტეხავს” სიგარეტის ფული რომ არ გაქვთ, ვიდრე “დისტრიბუტორად” რომ იმუშაოთ!!! მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში სადაც გააზრებულად იქმნება ოჯახი!!!”