Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქეთევან კიკნაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1ketevanმსახიობი ქეთევან კიკნაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართავს და საგანგებო წერილის საჯაროდ წაკითხვას სთხოვს:

“ქალბატონო ინგა! გთხოვთ ეს წერილი წაიკითხოთ საჯაროდ! თქვენს გადაცემაში იყო შეკითხვა. დასავლეთი თუ რუსეთი! ხალხმა იმიტომ გაიხედა რუსეთისკენ, რომ იგრძნეს როგორ ვკარგავთ ეროვნულობას და ეს არა მარტო სიმღერებში აისახება არამედ ყველაფერში, ჩვენს ყოფა- ცხოვრებაში. მე არა ვარ წინააღმდეგი არცერთი სხვა ეროვნების, შემიძლია ზრდილობიანად უთხრა მობრძანდი დაბრძანდი, მაგრამ სხვა რა საერთო უნდა გამოვნახო მათთან?ერთმორწმუნე რუსეთთან კი საერთოს გამონახვა ადვილია.

ამერიკას ერი არ ჰყავს და არც უნდათ რომ სხვაგან ნახონ. უნდათ აღრევა და საერთოდ ყველგან ხელის ფათური. თქვენ თუ გგონიათ რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და თუ ვინმეს ასე გონია შემცდარან. ნაწილი ქვეყნის ამერიკის არის და ნაწილი რუსეთის, რომელმაც ქვეყნის კეთილდღეობას ხელი შეუწყო და კულტურა შემოგვინახა. რაც შეეხება ბრალდებებს მათთან ურთიერთობაში, მეფე ერეკლედან დავიწყოთ და არა სხვა ვინმესგან. ყველა აგენტი რომ გონიათ ეს ხომ უკვე წიკებია და სხვა არაფერი. სხვანაირად არ გამოვა. ბოლოს და ბოლოს გერმანია და რუსეთი შერიგდა და ის ქვეყნებიც ვინც ფაშიზმს ებრძოდა. დროა გავაანალიზოთ ყველაფერი ბრძოლით და ხიშტით დავა არ გადაწყდება. პატივისცემით ქეთევან კიკნაძე”