12 მაისი, 2015

ქართველმა პიანისტმა გერშვინის კონკურსზე გაიმარჯვა

1salomeმეექვსე ხელოვნების სკოლის მოსწავლემ სალომე კაბოსნიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ გერშვინის სახელობის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა.

ქართველი პიანისტი მესამე პრემიის მფლობელი გახდა და ლაურეატის წოდება მიენიჭა. სალომე კაბოსნიძე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დისკის გაგზავნის შემდეგ მიიწვიეს. მოსწავლისა და მისი პედაგოგის მეგი მაჩაიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურმა დააფინანსა.

სალომე კაბოსნიძეს წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და საპრიზო ადგილები მოპოვებული. შარშან სალომემ ნიკოლაი რუბინშტეინის კონკურსზე პირველი ადგილი აიღო.