31 მაისი, 2015

ქართველი მან-სან-კან-ელები უმაღლეს ლიგას გამოეთიშნენ

1kvnსაქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრებისთვის უმაღლესი ლიგის მეოთხედფინალები წარუმატებელი აღმოჩნდა.

რუსეთის პირველი არხის ეთერში КВН-ის უმაღლესი ლიგის თამაშები დაიწყო. საქართველოს ნაკრები მესამე მეოთხედფინალში წარსდა რუსი მაყურებლის წინაშე და თავისი სკეტჩები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინა.

ქართველი მან-სან-კან-ელები КВН-ში 2014 წლიდან დაბრუნდნენ.

წინა თამაშებისგან განსხვავებით ქართველების გამოსვლა ამჯერად წარუმატებელი გამოდგა, ჟიურის არც ხუმრობები მოეწონა და არც მუსიკალური ნომრები. სამი დავალების წარდგენის და ქულების შედეგების მიხედვით, ქართველებმა ყველაზე დაბალი ქულები დააგროვეს და მხიარულთა და საზრიანთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.