Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველებმა ესპანეთში გაიმარჯვეს

1bastibubus-gamarjvebaესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარშში (კატალონია) ქართველებმა გაიმარჯვეს. ცხინვალიდან დევნილი ქართველი ბავშვები მონაწილეობდნენ მსოფლიოს ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში „მზე და ზღვა“.

ქართველმა ახალგაზრდებმა შეასრულეს ხალხური სიმღერების პოპური და წარმოადგინეს რამდენიმე ქართული ცეკვა. ბავშვებმა 5 საპრიზო, მათ შორის სამი პირველი ადგილი მოიპოვეს.

ფესტივალში მონაწილეობდნენ წეროვანის დევნილთა ჩასახლების ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ივერია“, ქართულ-ხალხური სიმღერებისა და საკრავთა ანსამბლი „მომავალი თაობა“, „ბასტი-ბუბუ“, პიანისტი ნინი ჩარკვიანი რუსთავიდან, პოპ-მომღერალი ლუკა კაჭარავა თბილისიდან, ქართველი თანამემამულეები ირლანდიიდან, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ქართული რიტმები“ და ხალხური სიმღერის ანსამბლი „Mixed melodies”.

ესპანეთში გამართულ ფესტივალში სულ 23 ქართველი ბავშვი მონაწილეობდა.