Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფიროსმანის ნახატები წინანდალში გამოიფინება

1firosmaniგენიალური ნიკალას ნამუშევრებით წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგაზაფხულო სეზონი გაიხსნება.

შუბერტი, ყანჩელი, შოსტაკოვიჩი და ფიროსმანი – ასეთია ექსპოზიციის ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილი საღამოს საზეიმო გახსნა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და წინანდლის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს ერთობლივ გამოფენას „ფიროსმანი წინანდალში“. ექსპონირებული იქნება მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და ფიროსმანის სხვადასხვა პერიოდის საგამოფენო აფიშები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროგრამა „მუზეუმების კოლექციიდან“ 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროექტია ფიროსმანის მირზაანის კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მირზაანის სახლ-მუზეუმის სტუმრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მარტის თვეში ფიროსმანი თბილისის ხელოვნების სასახლეში იყო წარმოდგენილი. აპრილში ექსპოზიცია ქუთაისსში გამოიფინა. 3-დან 31 მაისამდე გამოფენა წინანდლის ისტორიული კომპლექსის სტუმარი იქნება, ხოლო მოგვიანებით მას ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს.

წინანდლის საგაზაფხულო სეზონის გახსნაზე საფრანგეთის სიმებიანი კვარტეტი “არპეჯიონე”, იზაბელ ფლორის (I ვიოლინო) ნიკოლა რისლერის (II ვიოლინო), არჩილ ხარაძის (ალტი) და ალექსანდრე ჩიჯავაძის (ჩელო) შემადგენლობით ფრანც შუბერტის, გია ყანჩელის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს შეასრულებს.

სიმებიანმა კვარტეტმა დაარსებისა და გამოჩენისთანავე მიიპყრო მუსიკალური სამყაროს ყურადღება. “არპეჯიონე” იყო პარიზში სორბონის ორკესტრის რეზიდენტი, მართავდა კონცერტებს რიშელიეს ამფითეატრში, შანზ ელიზეს თეატრის, შატლეს, ბასტილიის ოპერის, დორსეს მუზეუმის, კარუსელ დე ლუვრის და სალ გავოს სცენებზე, ამჯერად კი “არპეჯიონე” წინანდალში ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას სამი უნიჭიერესი კომპოზიტორის ნაწარმოებებით გაალამაზებს.