29 მაისი, 2015

ფიროსმანი არ უნდა დავიბრუნოთ!

1shotaლონდონში კრიტის აუქციონზე ფიროსმანის ტილოს გაყიდვას “Forbes Georgia”-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი ეხმაურება:

“და რატომ უნდა “დავიბრუნოთ ფიროსმანი”? ეს იგივეა, ესპანელებმა თქვან, “დავიბრუნოთ პიკასო” და მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები მის გარეშე დატოვონ.

თან იმათ უარესად აქვთ საქმე – კოლექციონერები, როგორც წესი, უხვად ამოგზაურებენ კუთვნილ ტილოებს ექსპოზიციებზე, გამოფენენ მუზეუმებში, კვირეულებზე, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს. მის პოპულარიზაციაზე, აქტივისთვის ფასის გაზრდაზე ზრუნავენ, იცავენ საკუთრ ინვესტიციას. ბიძინამ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილო, პიკასოს “დორა მაარი კატით” სეიფში ჩაკეტა და როდის იხილავს დღის სინათლ მხოლოდ ღმერთმა (იგულისხმეთ ბიძინა) იცის. ჩვეულებრივი პროვინციალისტური აზროვნებაა ასეთი მოწოდებები.

ქართველი მხატვრები კი არ უნდა “დავიბრუნოთ” და ჩავკეტოთ შენობებში, რომლებსაც არავინ სტუმრობს, არამედ პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ, ხალხს ვაჩვენოთ, ცნობადობა და მნიშვნელობა გავზარდოთ. ეს არა მარტო მკვდარი, არამედ ცოცხალი ქართველი ხელოვნებისამი ინტერესის საწინდარია.

როგორ შეიძლება ასე გარყვნილად გესმოდეს “ქართული კულტურა”. კულტურა კედლები კი არა – ხიდებია. დანარჩენი სამყაროსთვის კარის ჩაკეტვა კულტურულობა კი არა, პაპუასობაა.”