31 მაისი, 2015

ფესტივალი „ნიქოზი 2015“ იწყება

1niqoziნიქოზის საკათედრო ტაძარში გაიხსნება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი „ნიქოზი 2015″.

ფესტივალში მონაწილეობს 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ფესტივალს დაესწრებიან ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ფესტივალის პარალელურად გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.

„ნიქოზი 2015“-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა, ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა, გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია, მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.