27 მაისი, 2015

პარაორკესტრი კონცერტს გამართავს

11orchestr27 მაისს პარაორკესტრი კონცერტს გამართავს და საქართველოში პირველ მუსთერაპიის ოთახს გახსნის. ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდია“.

კონცერტზე მსმენელი როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ჯაზურ კომპოზიციებს მოისმენს.
„პარაორკესტრი“ მუსიკით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20-მდე მოზარდს აერთიანებს, ის ამიერკავკასიაში ამ ტიპის პირველი მუსიკალური ჯგუფია.

მუსთერაპიის ოთახში „პარაორკესტრის“ წევრებს და ორგანიზაციის სხვა ბენეფიციარებს სისტემატიურად ჩაუტარდებათ მუსთერაპია, არტთერაპია და შრომათერაპია, რომელიც შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში, მათი შესაძლებლობების რეალიზებასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დაეხმარებათ.

„პარაორკესტრის“ მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.