6 მაისი, 2015

ოთო ნემსაძემ ,,ერთი ერთშის” პირველი ტური მოიგო

1otoმომღერალი ოთო ნემსაძე მუსიკალური შოუს “ერთი ერთშის” მეოთხე სეზონის პირველივე ტურის გამარჯვებული გახდა.

ოთოს რეი ჩარლზის განსახიერება მოუწია, მან მთლიანობაში 55 ქულა დააგროვა და გამარჯვებულაც დაიმსახურა.

მუსიკალური შოუს ჟიურის წევრები არიან ზაზა შენგელია, რუსა მორჩილაძე, ვასიკო ოდიშვილი და ქეთი დოლიძე. ეკა კახიანი კონკურსანტებს მსახიობის ოსტატობას ასწავლის, ნინო ჩაჩავა კი ვოკალს. შოუს წამყვანები დუტა სხირტლაძე და ილო ბეროშვილი არიან.

პირველ საკონკურსო ტურში ოთო ნემსაძემ რეი ჩარლზი განასახიერა, მარიტა როხვაძემ ტინა ტერნერი, გიორგი მახარაშვილმა ბილი ჯოელი, ივანა მელაიმ დაიენ უორვიტი, სოფო ბედიამ სტივ უანდერი, ზურა მანჯავიძემ ვილი ნელსონი, თაკო გაჩეჩილაძემ დიანა როსი, ლევან ჩიჩუამ კი მაიკლ ჯექსონი.

შეფასებების და ქულების დაწერის შემდეგ კონკურსანტებს ლოტოტრონმა ახალი მსოფლიო ვარსკვლავები გადაუნაწილა: ლევან ჩიჩუა მომავალ სამშაბათს იქნება ჯემი როქვაი, ივანა მელაი – შაკირა, თაკო გაჩეჩილაძე – მადონა, გიორგი მახარაშვილი – ბარი ვაითი, სოფო ბედია – ანა სტეიშა, ზურა მანჯავიძე – ჯიფსი კინგის სოლისტი, მარიტა როხვაძე – მედეა ძიძიგური, ოთო ნეიმსაძე კი – ჯონ ლენონი.