Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ქათამაძე დამოუკიდებლობის დღეს უკრაინაში იმღერებს

1nino-katamadzeმომღერალი ნინო ქათამაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკრაინაში აღნიშნავს. 26 მაისს მომღერალი კონცერტს ანსამბლ “შვიდკაცასთან” ერთად კიევში გამართავს.

27 მაისს ნინო ქათამაძე და “შვიდკაცა” კონცერტს ოდესაში ჩაატარებენ, 29 მაისს კი ხარკოვში.
უკრაინული კონცერტების დასრულების შემდეგ, ნინო ქათამაძე ლიტვაში ჩავა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ჯაზფესტივალში. 21 და 26 ივნისს კი რუსეთში დაგეგმილ ორ საერთაშორისო ჯაზფესტივალზე იმღერებს.

ქართველებისთვის კონცერტს ნინო ქათამაძე 25 ივლისს “არტ გენის” ფარგლებში გამართავს.