17 მაისი, 2015

ნინო ანანიაშვილი სცენას დაუბრუნდა

1nino-ananiashviliქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი სცენას დაუბრუნდა. მან გრიბოედოვის თეატრში გამართულ იაპონურ გალაკონცერტში მიიღო მონაწილეობა.

“წითელი და თეთრი” – ასე ეწოდებოდა საღამოს, რომელიც საქართველო იაპონიის მეგობრობას მიეძღანა. მასში ის 8 იაპონელი მოცეკვავეც იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ამჟამად თბილისის საბალეტო დასის წევრები, სტაჟიორები და მოსწავლეები არიან.

ორგანყოფილებიანი კონცერტის პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნა უჩვეულო პერფორმანსი, მეორე ნაწილში კი ნინო ანანიაშვილმა იცეკვა.

იაპონიისთვის ნინო ანანიაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა და გამორჩეულადაც უყვართ. ის პირველი პრიმაბალერინაა, ვისაც იაპონიაში სასცენო მოღვაწეობის 10 და 20 წლის იუბილეები გადაუხადეს.