Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინა სუბლატს დეზინფორმაციას უვრცელებენ

1ninaწლევანდელი “ევროვიზიის” ქართველ მონაწილეს ნინა სუბლატს დეზინფორმაციას უვრცელებენ. მას შემდეგ, რაც ევროპის ფავორიტმა და ერთ-ერთმა საუკეთესო კონკურსანტმა ევროფესტივალზე მე-11 ადგილი დაიკავა, უცხოური მედია კიდევ უფრო გააქტიურდა.

ნინამ კონკურსის დასრულების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

– რა დიდი სირცხვილია!

სამაგიეროდ, ნინას მიმართ ყურადღება არ მოუდუნებია უცხოური მედიას. “ბიბისის” კლონირებულ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნინა სუბლატი ვენაში ნარკოტიკების მოხმარების გამო დააკავეს:

“ავსტრიელ პოლიციელს ნინას ქცევა უცნაურად მოეჩვენა იმ დროს, როდესაც, მისგან ავტოგრაფის აღებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცდილობდა. როდესაც, პოლიციელმა მისი შემოწმება სცადა, ნინას ტესტმა კოკაინზე დადებითი შედეგი აჩვენა, ხოლო მის ჩანთაში დამატებით, ერთი უნცია კოკაინი აღმოაჩინეს. ედვარდ ბოლდმენი: „მე შოკში ვარ, რაც ჩემი მისამართით ცოტა ხნის წინ მოხდა. მე ყველაზე მეტად მომწონდა ქართველი კონკურსანტი და მთელი პროექტის განმავლობაში ვცდილობდი მისგან ავტოგრაფის აღებას. სამწუხაროდ მან ყვირილი დაიწყო და ცდილობდა ჩემთვის წყლის ბოთლი დაერტყა.“

როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ნიუსის“ ტექსტი სიმართლეს არ შეეფერება. ის ქართველ მომღერალს ევროპელმა ჰაკერებმა მიზანმიმართულად გაუვრცელეს.