21 მაისი, 2015

ნინა სუბლატის გზავნილი ევროპას

1n1ნინა სუბლატმა პირველი ნახევარფინალის შემდეგ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ევროპისადმი გზავნილი გაახმოვანა და პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა:

– ძალიან ბედნიერი ვარ და საქართველოს გულისცემას ვგრძნობ, იმიტომ რომ ვიცი ისინი რასაც გრძნობენ, ისინი ძალიან ამაყობენ. საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს, იმიტომ რომ ქართველები იბრძვიან, რათა იყვნენ თავისუფლები. ისინი იბრძვიან, რომ იყვნენ ევროპა, ეს ჩვენთვის ხიდის აგებასავითაა. მე ძალიან ამაყი ვარ და ისინიც ძალიან ამაყები არიან. ხშირად მესმის კითხვა: რატომ “მებრძოლი”, რატომ არის სიმღერის სახელწოდება “მებრძოლი”. ალბათ, უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია იმის სიტყვებით ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის იყო მებრძოლი, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა, ეს არ არის მარტივი შეკითხვა.