20 მაისი, 2015

ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალშია

1sublatiქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ევროვიზიის ფინალშია. პირველი ნახევარფინალის ბოლო მონაწილემ ავსტრიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა და ფინალის საგზური სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში 16 ქვეყანა მონაწილეობდა და მათგან მხოლოდ 10 მოხვდა ფინალში.

წლევანდელი ევროფესტივალის ფინალში მოხვდნენ საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, რუსეთი, რუმინეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, სერბეთი და ბელგია.

მეორე ნახევარფინალი 21 მაისს გაიმართება, სადაც ნახევარფინალისტებს შორის კიდევ 10 ფინალისტი გამოვლინდება.

”ევროვიზია 2015-”ის გრანდიოზულ ფინალს კი ვენა 23 მაისს უმასპინძლებს.