29 მაისი, 2015

,,NEW YORK VOISES” თბილისშია

1VOICESჯანსუღ კახიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი ლეგენდარული ჯგუფის „NEW YORK VOISES“ კონცერტით 30 მაისს დაიხურება.

კვარტეტის წევრები კიმ ნაზარიანი, ლორენ კინჰანი, დერმონ მიდერი და პიტერ ელდრიჯი უკვე თბილისში არიან და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან.

ფესტივალი 12 მაისს “The Manhattan Transfer”-ის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნა. საფესტივალო კონცერტებზე შესრულდა კარლფ ორფის სცენიური კანტატა “Carmina Burana” თბილისის სიმფონიური ორკესტრის და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას მონაწილეობით – სოლისტები მარიამ გოგოჭური, ირაკლი მუჯირი, მიხეილ აბრამიშვილი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე.

ასევე ჩატარდა ვახტანგ კახიძის საავტორო კონცერტები, სადაც შესრულდა სიმღერები, ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები, მუსიკა კინოსა და თეატრისთვის. მასში მონაწილეობდნენ ვახტანგ კახიძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი და ბუკა კარტოზია.