23 მაისი, 2015

ნატო მეტონიძის საჩუქარი მსმენელს

1natoმომღერალი ნატო მეტონიძე 12 წლიანი პაუზის შემდეგ სცენას აქტიურად უბრუნდება. ის თავის ერთგულ მსმენელს საჩუქარს უმზადებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ნიკოლოზ რაჭველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ჩემი საოცნებო კონცერტის მზადებას შევუდექით მე და დოი!

ნატო მეტონიძე ახალი პროგრამით და წარმოუდგენლად შთამბეჭდავი კონცეფციით… ამ საღამოს, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში 19 ივნისს გაიმართება, მრავალი წელია ველოდები.

ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე წარმატებული და ისტორიული პროექტი სწორედ ნატო მეტონიძესთან ერთად მაქვს განხორციელებული გია ყანჩელის კინოსა და თეატრის მუსიკის შესრულებით. მას მერე ჩვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა და დღეს 12 წლის შემდეგ კვლავ ვბრუნდებით ერთად სცენაზე, რომელზეც ჩვენი სამეულის ტანდემი ყველაზე მეტად მომენატრა და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის განცდით თითოეულ ბგერას და სცენურ სახეს განსაკუთრებული დამოკიდებულებით ვძერწავთ…

ძალიან მიხარია, ძალიან ვღელავ და მოუთმენლად ველოდები 19 ივნისს! ვიმედოვნებ, რომ კიდევ ერთ საეტაპო მნიშვნელობის შემოქმედებით ჩანაფიქრს გამოვიტანთ ჩვენი უსაყვარლესი აუდიტორიის წინაშე! გელით!”