29 მაისი, 2015

ნარიყალა ზიანდება

1narთბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლი ნარიყალა ზიანდება. მას გადაუდებელი რესტავრაცია ესაჭიროება.

ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ ის მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ ანუ „მცირე ციხესიმაგრე“ დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია. ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთა შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

ნარიყალას ციხეს ბოლო სარესტავრაციო სამუშაოები ფრაგმენტულად გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუტარდა, ამიტომ ეს ნაწილები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ზიანდება.

კონკურსი არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის უკვე გამოცხადებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ციხის აღდგენა მისი ისტორიული ღირებულებების შენარჩუნებით უნდა მოხდეს. სარესტავრაციო სამუშაოებს გამარჯვებული კომპანია მომდევნო წლიდან დაიწყებს, რისთვისაც ბიუჯეტში დაფინანსება იქნება გათვალისწინებული.