18 მაისი, 2015

მუზეუმებში შესვლა უფასოა

1muzeumiმუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუზეუმებში შესვლა უფასოა.

– მუზეუმების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ღია კარის დღეები და კონფერენციები ხაზს უსვამს მუზეუმის მნიშვნელობას კულტურის განვითარებაში. დიდი ხანია ამ ინსტიტუციის დანიშნულება გასცდა ექსპონატების შენახვის ფუნქციას და ბევრად მეტი დატვირთვა შეიძინა. 38 წელზე მეტია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტრადიციად იქცა 18 მაისს ოჯახის წევრებთან ერთად საგამოფენო დარბაზებში სტუმრობა და ამ დღის მუზეუმში გატარება. მინდა ყველას მივულოცო ეს თარიღი, ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მუზეუმებსა და შესაბამისად ქართულ კულტურას წლებია ემსახურებიან, – ნათქვამია კულტურის მინისტრის სპეციალურ მისალოც განცხადებაში.

მუზეუმების საერთაშორისო დღეს 18 მაისს ღია კარის დღეა საქართველოს ყველა მუზეუმში.