Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მურატ ილდირიმი თბილისში ჩამოდის

1muratცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი, რომელიც მაყურებელმა სავაშ ბალდარის როლით გაიცნო, თბილისში ჩამოდის. თურქი მსახიობი საქართველოს საგანგებო ვიზიტით ეწვევა.

12 მაისიდან კინოთეატრში “რუსთაველი” ახალი თურქული რომანტიკული კომედიის “სასურველი საქმრო” ჩვენება დაიწყება. ქართულ ენაზე გახმოვანებული ფილმის პრემიერას მთავარი როლის შემსრულებელი მურატ ილდირიმიც დაესწრება.

რომანტიკული ჟანრის ფილმში ის კვლავ რომანტიკულ პერსონაჟს განასახიერებს. მურატს პარტნიორობას თურქი მსახიობი ეზგი მოლა უწევს.

სავაშ ბალდარი საქართველოს ხშირად სტუმრობს, ის დიმიტრი ცინცაძის ფონდთან თანამშრომლობს, რომელიც ლეიკემიით და განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება. შარშან თურქმა მსახიობმა ქართულიც ისწავლა, ფონდის მხარდასაჭერად ბათუმში კლიპშიც მიიღო მონაწილეობა და ყველას ამ ბავშვების დახმარებისკენ მოუწოდა.