26 მაისი, 2015

მარჯანიშვილის თეატრში ორი სპექტაკლის პრემიერაა

1marjanishvili27 მაისს მარჯანიშვილის თეატრში ორი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. რეჟისორი ციცინო კობიაშვილი სარდაფში წარმოადგენს დარიო ფოს მიხედვით დადგმულ სპექტაკლს “დაანებე ჩემს ცოლს თავი!”

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ვასიკო ოდიშვილი, ნატა ბერეჟიანი, ონისე ონიანი, დონარა გვრიტიშვილი, ქეთი ცხაკაია, ზურა ბერიკაშვილი და ნოდარ დოღონაძე. წარმოდგენის მხატვარია ოლიკო ბერიძე, სცენოგრაფი ლევან წულაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, მუსიკალური გამფორმებელი ზურა გაგლოშვილი, ადაპტირებული ტექსტის და თარგმანის ავტორი მაია ჯაფარიძე, რეჟისორის თანაშემწე კი თამარ ფრუიძე.

იმავე დღეს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში დავით კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი” გათამაშდება. ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუფი მესამე კურსი წარმოდაგენს საკურსო სპექტაკლს. დადგმის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა, რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გიორგი კავილაძე, კოსტუმების მხატვარი ნინო სურგულაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, რეჟისორის თანაშემწე კი ნათელა შალიკაშვილი. საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ თეონა ქოქრაშვილი, ნინო წულაძე, მარიამ ღვინიანიძე, ბესო ბარათაშვილი, ნათია ჩიქვილაძე, ზაზა გოგუაძე და ლევან ხიზამბარელი.