9 მაისი, 2015

,,მანდარინები’’ ისევ გამარჯვებულია

1mand“ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ისევ გამარჯვებულია.

ამერიკულ კინოთეატრებში წარმატებული ჩვენების შემდეგ, ქართულ-ესტონური კო-პროდუქცია ესპანურ კინოთეატრებშიც მოხვდა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “მანდარინები” ესპანური კინოგაქირავების ლიდერია:

“მანდარინების” კიდევ ერთი წარმატება – ზაზა ურუშაძის ფილმი ესპანური კინოგაქირავების ლიდერია – პირველი ადგილი მაყურებლის დასწრების მხრივ. ვულოცავთ მთელ შემოქმედებით ჯგუფს!”