12 მაისი, 2015

ლადო ბურდულის ღონისძიება გაუქმებულია

1lado-burduliმუსიკოსისა და როკერის ლადო ბურდულის მიერ 13 მაისს დაანონსებული ღონისძიება გაუქმებულია. მუსიკოსმა საღამოს თარიღი რამდენჯერმე შეცვალა, საბოლოოდ კი განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმებულია.

Underground Tbilisi 80/90’s View From Today By king Lado კლუბში  Riffer უნდა ჩატარებულიყო, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა ფილმები. პირველ ნაწილში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო ავტობიოგრაფიული ფილმი “ფაბრიკა” 1993 და ავტობიოგრაფიული ფილმი “როკ ფესტი” 1999.

საღამოს ვიდეოთი გადაღება ლადო ბურდულის გადაწყვეტილებით მკაცრად აიკრძალა, ფოტოების გადაღება კი მხოლოდ შეთანხმებით იქნებოდა შესაძლებელი.

ლადო ბურდულმა არ დააკონკრეტა რა გახდა მის მიერ დაგეგმილი საღამოს გაუქმების მიზეზი და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: “ძვირფასო მეგობრებო, საღამო გაუქმებულია!”