Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კოტე თოლორდავას ოჯახს ბინა აჩუქეს

1koteeeeკოტე თოლორდავას ოცნება ახდა. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მაინს ახდა. მისმა მეგობრებმა მოახერხეს და ერთობლივი ძალებით მსახიობის ოჯახს ბინა აჩუქეს.

ეკა ხოფერიას თოქ შოუს ერთ-ერთი ნაწილი კოტე თოლორდავას მიეძღვნა. მის ორმოცზე გასულ სიუჟეტში კლასელებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა და ახლობლებმა მსახიობი გაიხსენეს.

კოტეს გარდაცვალების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა მისმა დედამაც, სადაც მან თქვა, რომ ოცნებობდა მის შვილიშვილებს ჰქონოდათ სახლი. გადაცემის ბოლოს კი გაირკვა, რომ სამშენებლო კომპანია “არქი ჯგუფმა” კოტე თოლორდავას დედის ოცნება აასრულა და ოჯახს ბინა აჩუქა. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მისმა და განოს მეგობრებმა და ტელეკომპანია “იმედმა” შეიტანეს.