Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კოტე თოლორდავას ოჯახს 20.000 გადაურიცხეს

1gganooმსახიობ კოტე თოლორდავას ოჯახისთვის თანადგომა გრძელდება. მამუკა ხაზარაძის მიერ 10.000 ლარის ჩუქების შემდეგ, კოტეს ოჯახის დასახმარებლად მისმა მშობლიურმა მოზარდმაყურებელთა თეატრმა საქველმოქმედო საღამო ჩაატარა და მთელი შემოსავალი მას გადასცა.

“არქი ჯგუფმა” კოტეს ოცნება აასრულა და ოჯახს ბინა აჩუქა.

ამ ქველმოქმედებას შეუერთდა კომპანია “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და მსახიობის ოჯახს 20.000 ლარი გადაურიცხა.

ინფორმაცია კოტე თოლორდავას უახლოესმა მეგობარმა მერაბ ჭიკაშვილმა გაავრცელა:

– გულწრფელი მადლობა კომპანია ავერსს და მის დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს, რომ გულთან მიიტანა კოტე თოლორდავას ტრაგედია და 20000 (ოცი ათასი) ლარი გადმორიცხა კოტეს ოჯახის დასახმარებლად. მადლობა კოტეს ოჯახის და მეგობრების სახელით!