19 მაისი, 2015

კოტე თოლორდავას დედა უმძიმეს მდგომარეობაშია

1koteმსახიობ კოტე თოლორდავას დედა უძიმეს მდგომარეობაშია. 20 მაისს მსახიობის გარდაცვალებიდან 40 დღე გადის. 13 მაისს კი მას 36 წელი შეუსრულდებოდა. ზუსტად მეორმოცე დღეს ეთერში ეკა ხოფერიას თოქ შოუ უნდა გავიდეს, სადაც კოტე თოლორდავას დედის პირველი ინტერვიუა ჩაწერილი და მას ტელეწამყვანი ტრაგედიის იმედისმომცემ დასასრულს უწოდებს.

ინფორმაციას მსახიობის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოჯახის მეგობარი, მსახიობი ასმათ ტყაბლაძე ავრცელებს:

“კოტე თოლორდავას დედა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მდგმოარეობაშია. ხვალ 20 მაისს კოტეს ორმოცია და დედამისი ემერჯენსში აპარატზეა ჩართული. ვერ გაუძლო შვილის უბედურებას. ღმერთო, სიმშვიდე მიეცი.”