29 მაისი, 2015

კიდევ ერთი საჩუქარი კოტე თოლორდავას ოჯახს

1gano35 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას ოჯახისთვის საჩუქრების გადაცემა გრძელდება.

ფულადი დახმარებების და ბინის ჩუქების შემდეგ, მსახიობის ოჯახს კიდევ ერთი საჩუქარი მოუმზადეს. კოტეს სამი შვილი და ორსული მეუღლე დარჩა. პირველი შვილი ბუკა მას მსახიობ მარიამ ჯოლოგუასთან ჰყავს, ტასო და თარაში კი განო მელითაურთან, რომელიც მესამე შვილს ელოდება.

თარაში ბაღის ასაკისაა. კოტეს და განოს მისი მიყვანა ბაგა ბაღში “წიგნიერი” სურდათ. მშობლები ბაღის ხელმძღვანელობას შეხვედრაზეც შეუთანხმდნენ, თუმცა კოტეს მოუცლელობის გამო, ეს შეხვედრა ვერ შედგა.

კოტეს გარდაცვალების შემდეგ, ბაღმა თარაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღო და სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სკოლაში არ წავა, “წიგნიერში” ყოველგვარი გადასახადის გარეშე ივლის.