5 მაისი, 2015

ხელოვნების სასახლეში ომარ კელაპტრიშვილის ბიუსტი გაიხსნა

1omarხელოვნების სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის ომარ კელაპტრიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სასახლის უკვდავთა ბაღში ხელოვანის ბიუსტი გაიხსნა.

ვირტუოზის მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს მისი შემოქმედება და დამსახურება ქვეყნის წინაშე.

ომარ კელაპტრიშვილი სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანია. მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატმა, ხალხური თუ კლასიკური მუსიკის სალამურზე ვირტუოზული შესრულებით, საქართველოს სახელი მრავალჯერ გაიტანა მსოფლიოს გარეთ და მსმენელი იშვიათი და დახვეწილი საშემსრულებლო ოსტატობით გააოცა. იგი იყო სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავი”-ს ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი.

ომარ კელაპტრიშვილმა მოგვიანებით დააარსა ანსამბლი “იავნანა”, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად “კელაპტარი” დაერქვა.