27 მაისი, 2015

ხატე საქართველოსთვის!

1paint“ხატე საქართველოსთვის!” – ასე ჰქვია მცხეთის საერთაშორისო ART ფესტივალს, რომლის დასკვნითი გამოფენა 27 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიმართება.

მცხეთის საერთაშორისო ART ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია VOICE fromGEORGIA -ს ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 18-დან 28 მაისამდე ქალაქ მცხეთაში მიმდინარეობდა.

ART ფესტივალის ფარგლებში, 26 მაისს სამთავროს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე გაიმართა ფესტივალში მონაწილე მხატვრების მასშტაბური გამოფენა.

10 დღის განმავლობაში, მცხეთის ცენტრში სხვადასხვა ქვეყნის 13 ცნობილი მხატვარი დიდი ზომის პლანშეტებზე საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ კანადელი, ინგლისელი, ჰოლანდიელი, პოლონელი, ლიტველი, ეგვიპტელი, ინდოელი და ქართველი მხატვრები გიორგი ტაბლიაშვილი, ლელა ტაბლიაშვილი, თინათინ ცხადაძე საქართველოდან, კოლინ კერი კანადიდან, ევა ვივეკალაიდე ლიტვადან, ოსემარინ დენ ჰუპერი ჰოლანდიიდან, საშა ლიჩი დიდი ბრიტანეთიდან, ნადა ითანი ლიბანიდან, არნაბ გოსალი ინდოეთიდან, ალისია ვოლსკა პოლონეთიდან, რემონ რაფაატი ეგვიპტიდან და ტაკაჰირო ნიშიდა იაპონიიდან.