26 მაისი, 2015

ჯონი დეპს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება

1joniავსტრალიაში დაწყებული სკანდალი ჯონი დეპის მიერ თავისი ძაღლების ქვეყანაში უკანონოდ შეყვანასთან დაკავშირებით გრძელდება. “კარიბის ზღვის მეკობრეების” ვარსკვლავს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ავსტრალიის სენატის კომიტეტმა ჯონი დეპს სასამართლოში უჩივლა ქვეყნის კანონისა და სანიტარული ნორმების დარღვევისთვის.

როგორც სენატის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, თუკი საქმე სასამართლო განხილვებამდე მივა, ჰოლივუდის ვარსკვლავს ან 265.000 დოლარის გადახდა მოუწევს, ან მსგავსი საქციელისთვის ქვეყანაში დაწესებული უმაღლესი სასჯელის – 10 წლიანი პატიმრობის მოხდა.