25 მაისი, 2015

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დიზაინერები ჩვენებას მოაწყობენ

1jaba123მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დიზაინერები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას მოაწყობენ.

“დავეხმაროთ ჯაბა ბოჯგუას და ერთად დავუდგეთ გვერდში ამ ოჯახს” – ასეთი მოწოდება აქვთ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორებს.

მომღერალს, რომელიც 7 წელია კომაშია, დახმარება ესაჭიროება. მისთვის თანხის შესაგროვებლად ეტაპობრივად იმართება სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

31 მაისს სასწავლო ცენტრი “Fashion-house” კურსდამთავრებული დიზაინერების მიერ შექმნილი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებას მოაწყობს, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ ქსოვისა და მაკრამეს მოსწავლეები, რომელთაც წარმოდგენილი ექნებათ თავიანთი ხელით შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები, აქსესუარები.

ჩვენება იქნება საქველმოქმედო ხასიათის, რომელიც მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად მოეწყობა.