24 მაისი, 2015

IYEOKA თბილისშია

1Iyeokaნეო სოულის დედოფალი IYEOKA  თბილისშია. ის საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა და ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

IYEOKA -ს კონცერტი Tbilisi Concert Hall-ში 24 მაისს გაიმართება. მომღერალი მსმენელისთვის სპეციალურ საკონცერტო პროგრამას წარმოადგენს.

კომპოზიცია Simply Falling – ამ მომღერლის სავიზიტო ბარათად არის მიჩნეული, თუმცა მისი მრავალრიცხოვანი ფანები IYEOKA სხვა სიმღერებსაც აქტიურად უსმენენ. 

 კონცერტის წარმდგენი Altervision Group-ია.

IYEOKA-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები 25, 35, 40, 50, 60, 80 და 100 ლარია. მიუხედავად ასეთი მაღალი ფასებისა, ბილეთების 60 პროცენტი კონცერტამდე ორი თვით ადრე გაიყიდა.