25 მაისი, 2015

იური მეჩითოვი იუბილეს გამოფენით აღნიშნავს

1iuri-mechitoviფოტოხელოვანი იური მეჩითოვი იუბილეს გამოფენით აღნიშნავს. ის თავისი ნამუშევრებიდან 200 ფოტოს გამოფენს. „საქართველო ორ-ორ სურათად“ – ასე ეწოდება ფოტოპროექტს, რომელიც 25 მაისს გალერეაში „Black and White“ იქნება წარმოდგენილი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის მიერ, თითქმის 40 წლის განმავლობაში, საქართველოში გადაღებული 200 შავ-თეთრი ფოტოსურათი. ფოტოები დაჯგუფებულია ორ-ორ სურათად – ფოტოწყვილები ერთმანეთთან ლოგიკით, ემოციით, ზოგჯერ კი გრაფიკული ერთობითაა დაკავშირებული.

ფოტოგრაფის ორმოცწლიანი შრომის ნაყოფი – ფოტოპროექტი „საქართველო ორ-ორ სურათად” იური მეჩითოვის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

გამოფენა გალერეაში 30 მაისამდე გასტანს.