21 მაისი, 2015

ირმა შარიქაძის ფოტოები კიევში გამოიფინება

11irmaქართველი ფოტოხელოვანის ირმა შარიქაძის ფოტოები კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოიფინება.

პროექტი „წერილები” საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად უკრაინელი დამთვალიერებლისთვის 27 მაისიდან 9 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი.

2010 წელს ფრიდა კალოსადმი მიძღვნილ საავტორო პროექტს „წერილები“ დიდი წარმატება ხვდა წილად მოსკოვში, 2013 წელს კი სანქტ­პეტერბურგელი დამთვალიერებელი აღაფრთოვანა.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა ზომის 18 ფოტო და ვიდეოარტს „ფრიდას სიზმარი“, ინსტალაციას „ფრიდა-მარიცა“ და მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილ მისტიფიცირებულ მიმოწერას ფრიდასა და მის წარმოსახვით დას მარიცას შორის.

ფრიდას და მარიცას როლს ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძე ასრულებს. პროექტში გამოყენებულია სოფო გონგლიაშვილის ემალის უნიკალური სამკაულები. გამოფენის ექსპონატების უმრავლესობა მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა და კერძო კოლექციონერებმა შეიძინეს.