21 მაისი, 2015

ირაკლი ფირცხალავა გაქურდეს

1iiiქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გაქურდეს. ის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. მომღერალი ბანკის “ურასიბ” თანამშრომელმა დააზარალა.

24 წლის მენეჯერმა ვასილი ტაბაშნიკოვმა, რომელიც ამ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მუშაობდა, ირაკლი ფირცხალავას საბანკო დოკუმენტებით საკრედიტო ბარათი დაამზადა.

საბანკო ბარათი დამნაშავეს გასული წლის ოქტომბერში უკვე მზად ჰქონდა. ის ექვსი თვის განმავლობაში მომღერლის ანგარიშიდან თანხებს ხსნიდა. სხვადასხვა ბანკომატებიდან მან დიდი ოდენობით ფული გაიტანა. მოპარული თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, მილიონ რუბლზე მეტია. ამ ეტაპზე გამომძიებლები ზუსტი თანხის დადგენას ცდილობენ, რომ ბოროტმოქმედს შესაბამისი სასჯელი მიუსაჯონ. თუ მან მილიონ რუბლზე მეტი მოიპარა და, სავარაუდოდ, ეს ასეცაა სისხლის სამართლის საქმე “ფართომასშტაბიანი თაღლითობის” მუხლით აღიძვრება.

24 წლის ვასილი ტაბაშნიკოვი ჯერ დაკავებული არ არის, ის შინაპატიმრობაში იმყოფება. ირაკლი ფირცხალავას კი მომხდარზე კომენტრის გაკეთება არ სურს.