22 მაისი, 2015

იამზე დოლაბერიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

1iamze-dolaberiZeნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსებული ქართული ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთ გამორჩეულ მოცეკვავეს იამზე დოლაბერიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან.

მოცეკვავის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დიდ საკონცერტო დარბაზში შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები “სუხიშვიელბი”, “რუსთავი”, “ერისიონი”, “ქართული ხმების” ძველი თაობა, ნანი ბრეგვაძე და სხვა ცნობილი მომღერლები.

საიუბილეო საღამო 10 ივნისს არის დაგეგმილი. მისი ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა და მისი პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილია.

საიუბილეო ღონისძიების დასასრულს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ იამზე დოლაბერიძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნება.